Monday, May 9, 2016

მეხცრე დღე

ჩემი  პროექტის  პორტფოლიო -  პროექტი "გემრიელი  ლუკმა"  
 პროექტებით  სწავლებამ   მასწავლა,  რომ  დეტალურად  გავწერო  აქტივობები.  პროცედურები  ისე  დავგეგმო,  რომ   მოსწავლეებისთვის  ვიყო  ფასილიტატორი,  ხელის  შემწყობი,  მოსწავლეებს  განვუვითარებ  უნარჩვევებს,  რომ  ისინი  იყვნონ  კრეატიულები,  დამოუკიდებლები,  ვისწავლე  როგორ  გამოვიყნო  და  გამოვაყენებინო  ბავშვებს  რუბრიკები.  

Sunday, May 8, 2016

მერვე დღე

მოცემული  მოდული დამეხმარა  გამეანალიზებინა  დამოუკიდებელი  მსწავლელისა  და  დიფერენცირეული  სწავლების  როლი  და  ურთიერთდამოკიდებულება  რამდენიმე  თვალსაზრისით.  დამოუკიდებელი  მოსწავლეთათვის  შევქმენი   მოსწავლეთა  მხარდაჭერისათვის  ჟურნალი,  რომელიც  მოსწავლეს  დაეხმარება  დამოუკიდებლად  მუშაობაში.  ფასილიტაცია  იმისთვის  არის  საჭირო,  რომ  გეზი  მივცეთ  მოსწავლეებს  და  გავუადვილოთ  თავისი  საბაზისო  ცოდნის  გამოყენება.

Friday, May 6, 2016

მეშვიდე დღე



მიმდინარე  მოდულზე  გავეცანი  შეფასების  რუბრიკა.  შევქმენი  მოსწავლეთა  შეფასების  რუბრიკა.  მოვახდინე  ჯგუფებზე  დაკვირვება.  გავიაზრეთ  რუბრიკა.  შევაფასეთ  ერთმანეთის  ნაშრომები.  შევქმენით  მოსწავლის  ნაშრომებისთვის  ადაპტირებული  რუბრიკა.  ავღერეთ  შეფასების  მიზნები.

Sunday, April 24, 2016

გამოვიყენებ  ტექნოლოგიებს  სწავლის  პროცესის  ხელშეწყობისთვის  და  შეფასებისათვის.  დავდგები  მოსწავლის  ადგილას,  მოვირგებ  მოსწავლის  როლს  და  მისი  შესაძლებლობის  გათვალისწინებით  შევქმნი  "მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომს" რათა  გავუადვლო  მოსწავლეს  დავალების  შესრულება.  გავუმზადებ  ჩეკლისტს.

Saturday, April 23, 2016

მეხუთე დღე

ეს  მოდული  დამეხმარა დავფიქრებულიყავი  რა  გავლენა  ჰქონდა  ინტერნეტს  სწავლის  პროცესზე.  რუბრიკების  საშუალებით  ერთმანეთს  შევუმოწმეთ  ნამუშევრები.  მოსწავლეებისთვისაც  შევადგენ  რუბრიკებს, რომელიც  მათ  დაეხმარებათ  ერთმანეთის  მაშრომების  შემოწმებაში.  ვისწავლეთ  ბლოგზე  ატვირთვა,  კომენტარის  დადება, საავტორო  უფლებების  დაცვა,  საჭირო  საიტების  მოძებნა  დამახსოვრება. გავეცანით  სხვადასხვა  საძიებო  სისტემებს

Sunday, April 17, 2016

მეოთხე დღე

ეს  მოდული  დამეხმარა,  გამეანალიზებინა  განმავითარებელი  ფორმების  შევსება  რამდენიმე  თვალსაზრისით.
განვიხილეთ  შეფასების  ხუთი  სტრატეგია,  რომელიც  მოიცავს  მეთოდებს  თავისი  გამოყენების  ინსტრუმენტებით.ეს  სტრატეგიები  დამეხმარება  პროექტის  უკეთ  წარმართვაში.
შევქმენი  ჩემი  პროექტის  პრეზენტაცია

Saturday, April 16, 2016

მესამე დღე

ეს  მოდული  დამეხმარა  გამეანალიზებინა  სტანდარტების,  მიმართლების  მიმცემ  საკვანძო  კითხვების  გამოყენება  რამდენიმე  თვალსაზრისით.ჩემი  პროექტი  მოვარგე ესგ  ინდიკატორებს.პროექტის  მიზნები  მოვარგე  21 - ე    ს - ის  უნარჩვევებ,  ლექსიკას,  ბლუმის  ზმნებს. გავეცანი  მიმართულების  მიმცემ  საკვანძო  კითხვებს,  რომლის  საშუალებითაც  გამოვიწვევ  მოსწავლეებს,  დავაინტერესებ  პროექტით  დამოვაძებნინებ  პროექტის  თემასთან  დაკავშირებულ  სწორ  პასუხებს.