Monday, May 9, 2016

მეხცრე დღე

ჩემი  პროექტის  პორტფოლიო -  პროექტი "გემრიელი  ლუკმა"  
 პროექტებით  სწავლებამ   მასწავლა,  რომ  დეტალურად  გავწერო  აქტივობები.  პროცედურები  ისე  დავგეგმო,  რომ   მოსწავლეებისთვის  ვიყო  ფასილიტატორი,  ხელის  შემწყობი,  მოსწავლეებს  განვუვითარებ  უნარჩვევებს,  რომ  ისინი  იყვნონ  კრეატიულები,  დამოუკიდებლები,  ვისწავლე  როგორ  გამოვიყნო  და  გამოვაყენებინო  ბავშვებს  რუბრიკები.  

Sunday, May 8, 2016

მერვე დღე

მოცემული  მოდული დამეხმარა  გამეანალიზებინა  დამოუკიდებელი  მსწავლელისა  და  დიფერენცირეული  სწავლების  როლი  და  ურთიერთდამოკიდებულება  რამდენიმე  თვალსაზრისით.  დამოუკიდებელი  მოსწავლეთათვის  შევქმენი   მოსწავლეთა  მხარდაჭერისათვის  ჟურნალი,  რომელიც  მოსწავლეს  დაეხმარება  დამოუკიდებლად  მუშაობაში.  ფასილიტაცია  იმისთვის  არის  საჭირო,  რომ  გეზი  მივცეთ  მოსწავლეებს  და  გავუადვილოთ  თავისი  საბაზისო  ცოდნის  გამოყენება.

Friday, May 6, 2016

მეშვიდე დღე



მიმდინარე  მოდულზე  გავეცანი  შეფასების  რუბრიკა.  შევქმენი  მოსწავლეთა  შეფასების  რუბრიკა.  მოვახდინე  ჯგუფებზე  დაკვირვება.  გავიაზრეთ  რუბრიკა.  შევაფასეთ  ერთმანეთის  ნაშრომები.  შევქმენით  მოსწავლის  ნაშრომებისთვის  ადაპტირებული  რუბრიკა.  ავღერეთ  შეფასების  მიზნები.